საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ქ. ჯვარის მე-2 საჯარო სკოლაში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარის მე-2 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო- ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობებზე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ არასწორ შეხედულებებსა და რეალობაზე, მედიაწიგნიერებაზეც ისაუბრა. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

09-10-2018