საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანია გრძელდება!

 

კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასა და დაბა ბაკურიანის საზოგადოებრივ ცენტრში. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო. 

 

შეხვედრების მონაწილეები გაეცნენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან. შეხვედრები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა და მოწვეულმა ექსპერტმა გია აბაშიძემ ჩაატარეს.

 

კამპანიის ფარგლებში შეხვედრები უკვე გაიმართა კახეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში. 

 

დაგეგმილია 50-მდე შეხვედრა როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. კამპანიას მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “ENIGMMA-2”, რომელსაც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ახორციელებს. კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით იმართება.

10-10-2018