საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა უკრაინელ სტუდენტებთან

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე უკრაინელ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მიზნებსა და ამოცანებზე, ცენტრის საქმიანობაზე, ანტიდასავლურ პროპაგანდის თავისებურებებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. 

 

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. სტუდენტების ვიზიტი თავისუფალი უნივერსიტეტის შუამავლობით განხორციელდა.

10-10-2018