საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საპრეზიდენტო არჩევნები 2018-ის მედიაცენტრი საინფორმაციო ცენტრში

ტრადიციულად, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი არჩევნები 2018-ისთვის საარჩევნო მედია ცენტრს მასპინძლობს.

მედიაცენტრი 28-29 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში იფუნქციონირებს.

 

მედია ცენტრში შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები მედიას არჩევნებზე დაკვირვების შედეგებს გააცნობენ: სამართლიანი არჩევნები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, მრავალეროვანი საქართველო, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი და ადამიანის უფლებათა ცენტრი.

 

პროექტი, რომელიც 2004 წლიდან ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, საინფორმაციო ცენტრში მესამედ იმართება. ამ გზით საინფორმაციო ცენტრი კიდევ ერთხელ გამოხატავს სურვილს, შეიტანოს თავისი წვლილი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.

28-10-2018