საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
მასწავლებლებისთვის გამოცხადდა რეგისტრაცია სემინარზე ნატოს შესახებ!

მასწავლებლებისთვის გამოცხადდა რეგისტრაცია სემინარზე ნატოს შესახებ!

 

სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით უკვე მეექვსე წელია ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი: „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“.

 

პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ.

 

სემინარი გაიმართება 2018 წლის 15-16 ნოემბერს , თბილისში. სემინარს დაესწრება 30 მასწავლებელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან, კერძოდ ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეგტებიდან და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან.

15 ნოემბერს სემინარი გაიმართება 15:00-18:00 საათებში, 16 ნოემბერს კი 10:00 - 16:00 საათებში.

 

სემინარი იქნება ქართულ ენაზე, უცხოელი მომხსენებლებისთვის უზრუნველყოფილია თარგმანი.

 

მონაწილე სასურველია ასწავლიდეს ისტორიას, სამოქალაქო განათლებას, გეოგრაფიას, ქართულ ენასა და ლიტერატურას.

რეგიონიდან მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილია ტრანსპორტირება, კვება და განთავსება. ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი (სემინარი არ იძლევა კრედიტ-ქულას).

 

რეგისტრაცია გრძელდება 11 ნოემბრის ჩათვლით.

 

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

 

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორს მარიამ ჯაფარიძეს (ელ.ფოსტა: mjaparidze@mfa.gov.ge / ტელ: 555101040)

01-11-2018