საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელი ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის სოფელი ვაჩიანის საჯარო სკოლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრის მიმინარეობისას განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, გავრცელებული მითები ნატოსა და ევროაკავშირის შესახებ, ასოცირების შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრის დასასრულს უფროსკლასელებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო ლიტერატურა გადაეცათ.

02-11-2018