საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კარტიკამის საჯარო სკოლაში

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კარტიკამის საჯარო სკოლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ პედაგოგებსა და უფროსკლასელებს შეხვდა. შეხვედრის მიმინარეობისას განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, გავრცელებული მითები ნატოსა და ევროაკავშირის შესახებ, ასოცირების შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრის დასასრულს უფროსკლასელებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო ლიტერატურა გადაეცათ.

05-11-2018