საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღე მარნეულში

ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით, მარნეულში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპის დღის აღსანიშნავად "ევრო სოფელი" მოეწყო. „ევრო სოფელში" შედგა სხვადასხვა აქტივობა ღია ცის ქვეშ.

 

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით „ევრო სოფელში“ უვიზო მიმოსვლით მოგზაურობის წესებზე სიმულაციური დადგმა მოეწყო. სიმულაციის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია უვიზოდ მოგზაურობის შესახებ. სიმულაციურ დადგმაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთად იუსტიციის სახლი და შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობდნენ.

 

ევროპის დღის ფარგლებში ინფორმაციული და გასართობი აქტივობები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ღონისძიებაზე თემატური სტენდები საქართველოში ევროკავშირის პროგრამებსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს ასახავდნენ და იმ შესაძლებლობებს წარმოადგენდნენ, რომლებსაც ისინი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ. 

 

მსგავსი სახის ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც გაიმართა. ევროპის დღე აღინიშნა ზუგდიდში, ქუთაისში, ლაგოდეხში, ახალციხესა და ბათუმში.

05-11-2018