საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
იმერეთის ბიურო ქუთაისში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში მე-10 საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის მიზანი საზოგადოებისთვის ქუთაისის ისტორიული წარსულის სხვადასხვა ასპექტში წარმოჩენა იყო. აღნიშნულ კონფერენციას მხარი დაუჭირა სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიურომ. კონფერენციის ორგანიზატორებს, დამაარსებლებს და მონაწილეებს იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ საიუბილეო თარიღი მიულოცა და მოკლედ ისაუბრა ცენტრის მიზნებსა და ამოცანებზე. კონფერენციის დამაარსებლებს წარმატებები უსურვა და სამახსოვროდ თემატური წიგნები გადასცა. კონფერენციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ბიბლიოთეკების წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ სტუმრები უცხოეთიდან. აღნიშნულ კონფერენციას 80-მდე მონაწილე ესწრებოდა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მხარდამჭერი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია იყო. 

06-11-2018