საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ღია კარის დღე 98-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში 98-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე მოეწყო. მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ქეთი კუპრაძე შეხვდა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიასა და თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებზე, ამ პროცესების გარშემო გავრცელებულ ყველაზე ცნობილ მითებსა და რეალურ ფაქტებზე. 

 

მოსწავლეები ჩაერთვნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში. გაიმართა ვიქტორინაც, სადაც გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ. 

 

საინფორმაციო ცენტრი ღია კარის დღეზე სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სკოლის მოსწავლეებს ხშირად მასპინძლობს ხოლმე. 

07-11-2018