საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა. ნინო ბოლქვაძემ სტუდენტებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ანტიდასავლური პროპაგანდის თავისებურებებზე, სწორი ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობასა და ცნობილ მითებსა და რეალობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმებაზე, ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე. 

 

 

08-11-2018