საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ვაკანსიები რეგიონებში - რეგიონული წარმომადგენელი

სსიპ-ი "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული წარმომადგენლის პოზიციაზე შემდეგ რეგიონებში: ოზურგეთი (გურია), ამბროლაური (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი), მარნეული (ქვემო ქართლი), პანკისის ხეობა, შუახევი (მაღალმთიანი აჭარა) რეგიონებში.

ვაკანსია ცხადდება შემდეგი პროექტის ფარგლებში - "დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში". პროექტი მიზნად ისახავს საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენლობების ქსელის გაფართოებას, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირების გაზრდას და აღნიშნულ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე.

რეგიონალური წარმომადგენლის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

** პროექტის ფარგლებში რეგიონული აქტივობების დაგეგმვა და კოორდინირება (შეხვედრებისემინარები, ა.შ.);
** პროექტის გუნდის ტექნიკური მხარდაჭერა და ადგილობრივ აქტივობებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** რეგიონში აქტიური საინფორმაციო - საგანმანათლებლო კამპანიის გამართვა, პრეზენტაციების მომზადება და მათი წარდგენა თემატურ ჯგუფებთან;
** თანამშრომლობა რეგიონში მოღვაწე აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რეგიონალურ მედიასთან;
** ნატოსა და ევროკავშირის თემებზე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** პროექტების მართვა - ადმინისტრირებას;
** კოორდინაცია სათავო ოფისთან - შეხვედრების შემდეგ ანგარიშის მომზადება, ანგარიშის დროულად მიწოდება;
** განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ პრეს - რელიზის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალურ მეცნიერებებში, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, ან სამართალში;
** სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;
** ადგილობრივი თემის (მათ შორის, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის) წარმომადგენლებთნ მუშაობის გამოცდილება;
** პროექტის თემატიკის ინტერესი და ცოდნა;

უნარები:

** კარგი კომუნიკაციის (წერილობითი და ვერბალური) უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიული აზროვნება;
** კომპიუტერული უნარები.

დამატებითი ინფორმაცია: 

რეგიონალური წარმომადგენლის პოზიციაზე შეირჩევა თითო კანდიდატი თითოეულ რეგიონში. შერჩეული კანდიდატის სამუშაო ვადა არის 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

ანაზღაურება 348 აშშ დოლარი (დარიცხული-GROSS, ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში). შეზღუდვა არ არის ადგილობრივ ორგანიზაციებში უკვე დასაქმებულ კანდიდატებზე. 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: infocenter@mfa.gov.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 22 ნოემბერი.

09-11-2018