საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნინო ბოლქვაძის თავისუფლების დღიური

"კვირა დღე გათენდა. არსად მეჩქარება - მოსვენებული გონებით ვიღვიძებ და ცალი ხელით ვიზმორები, მეორეთი კი ტელეფონს ვეძებ ტუმბოზე; ვპოულობ, ვხსნი და ვიწყებ “სქროლვას” იმ იმედით, რომ მყისიერად შევიმეცნებ, რა ხდება აქტუალური სამშობლოს და, შემდეგ, მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში." - ამ სიტყვებით იწყებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე თავისუფლების დღიურის წერას.

 

რადიო თავისუფლების პროექტში "თავისუფლების დღიურები" ნინო ყოველდღიურ ყოფაზე, საქმიანობაზე, ინტერესებზე, გამოცდილებაზე, გეგმებსა და მისწრაფებებზე საუბრობს.

 

აღნიშნავს, რომ რაც უფრო ღრმად ეცნობა რუსულ საინფორმაციო ომს, სულ უფრო „აღაფრთოვანებს“ რუსული პროპაგანდის უდახვეწილესი მეთოდები:

"ღმერთო, რა კარგად იცნობენ ჩვენს ფსიქოლოგიას, მიკროსაზოგადოებების დონეზეც კი; რა კარგად გამოსდით სიცრუე სიმართლედ გაასაღონ, თან იმდენად ემოციური მესიჯებით, რომ ადვილად დასამახსოვრებელი და გულშიჩამწვდომი იყოს...რა კარგად გამოსდით საზოგადოების გახლეჩა და რა დამაჯერებლად შეუძლიათ საკუთარი თვალით ნანახშიც კი შეგატანინონ ეჭვი და შემოგასაღონ თავიანთი „ალტერნატიული ფაქტი“ - თავისთავად ოქსიმორონი, რადგან თუ ფაქტია, მაშ როგორ შეიძლება ის ალტერნატიული იყოს?!"

 

დღიურის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე

27-11-2018