საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო- ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე, DCFTA შესაძლებლობებზე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობებზე. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ არასწორ შეხედულებებსა და რეალობაზეც ისაუბრა. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

27-11-2018