საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ღია კარის დღე საინფორმაციო ცენტრში

ღია კარის დღეები გრძელდება!

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა თბილისის 97-ე საჯარო სკოლისა და კახეთის რეგიონიდან დედოფლისწყაროსა და სიღნაღის საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა. სტუმრებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მარიამ დოლიძე შეხვდა და ევროკავშირის ისტორიის, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობასა და უვიზო მიმოსვლის საკითხებზეც. ახალგაზრდებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ თემატური ლიტერატურა გადაეცათ.

 

ღია კარის დღეებზე საინფორმაციო ცენტრი სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებს მასპინძლობს. 

30-11-2018