საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ევროპის აკადემიური ცენტრის ზუგდიდის ფილიალში

ევროპის აკადემიური ცენტრის  ზუგდიდის ფილიალში  სტუდენტებთან  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებსა და  სტუდენტებისთვის განათლების შესაძლებლობებზე. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ არასწორ შეხედულებებსა და რეალობაზეც ისაუბრა.

30-11-2018