საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
უვიზო მიმოსვლის კამპანია ქვემო ქართლში

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანია გრძელდება!

 

კამპანიის ფარგლებში, მორიგი საინფორმაციო შეხვედრები ქვემო ქართლის რეგიონში დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე და საქართველოს განვითარების და უსაფრთხოების ცენტრის ევროკავშირის პროგრამების დირექტორი გოგიტა ღვედაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

 

შეხვედრის მონაწილეები კიდევ ერთხელ გაეცნენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს. ასევე, საუბარი შეეხო იმ რისკებს, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

 

კამპანიას მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “ENIGMMA-2”, რომელსაც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ახორციელებს. კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით იმართება.

05-12-2018