საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
რიგით 24-ე სემინარი ნატოს შესახებ პედაგოგებისთვის

ნატოს სამეკავშირეო ოფისში, რიგით 24-ე საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გაიხსნა. ორდღიან სემინარს კახეთის რეგიონიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგები ესწრებიან.

 

სემინარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძე გახსნეს. ორი დღის განმავლობაში მასწავლებლები შეხვდებიან სამთავრობო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს და მიიღებენ ინფორმაციას ნატოს ისტორიაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობაზე, ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე, და სხვ.

 

პროექტი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით მეექვსე წელია ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ნატოს თემაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 700-მდე პედაგოგი გადამზადდა.

06-12-2018