საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
კოჯორში სერჟანტებისთვის ყოველწლიური სემინარი ჩატარდა

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ყოველწლიური სემინარი "ჩვენი ევროპული არჩევანი: ევროპული ღირებულებები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ ჩატარდა. სემინარს 50-მდე სერჟანტი და სტუდენტები დაესწრნენ. სემინარი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გახსნა. ნინო ბოლქვაძემ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, რუსულ პორპაგანდასა და სტრატეგიული კომუნიკაციების როლზე ისაუბრა.

 

სერჟანტთა აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელები ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივებს, ევროპულ ღირებულებებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ანდიდასავლურ პროპაგანდას გაეცნენ. სერჟანტები დღის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებსა და მოწვეულ ექსპერტებს შეხვდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ინფორმაცია მიიღეს. მსგავსი სახის სემინარი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასთან პარტნიორობით უკვე მერვედ განხორციელდა.

07-12-2018