საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სოფელ ლიის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგებთან

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე  სოფელ ლიის პირველი საჯარო სკოლის  პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო- ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე, DCFTA შესაძლებლობებსა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ არასწორ შეხედულებებსა და რეალობაზეც ისაუბრა. შეხვედრა ლიის პირველი საჯარო სკოლის დირექციასთან თანამშრომლობით გაიმართა.

05-12-2018