საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე- ახალგაზრდობის ცენტრში

ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე- ახალგაზრდობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო- ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე ისაუბრა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ევროპულ ღირებულებებზე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე, DCFTA შესაძლებლობებსა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ მითებსა და რეალობაზეც ისაუბრა. შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე- ახალგაზრდობის ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართა.

07-12-2018