საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხუს საჯარო სკოლის მოსწავლეებს

საინფორმაციო სახის შეხვედრა შედგა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხუს საჯარო სკოლაში, მოსწავლეებთან, სამოქალაქო კლუბის წევრებთან და ამავე საგნის პედაგოგებთან. შეხვედრას სკოლის დირექტორიც დაესწრო. საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მოსწავლეებს უვიზო მიმოსვლის და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ესაუბრა. კითხვები ნატო-საქართველოს ურთიერთობებსაც შეეხო. შეხვედრას პედაგოგებიც ესწრებოდნენ. ცენტრის წარმომადგენელმა სკოლას თემატური მასალა გადასცა. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა და ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო კუთხის გახსნა.

 

 

07-12-2018