საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ქუთაისის მე-13 საჯარო ბიბლიოთეკაში

სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევრკავშირის იმერეთის ბიუროს და ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ინიციატივით საინფორმაციო სახის შეხვედრა შედგა მე-13 ბიბლიოთეკის მკითხველებთან. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, უვიზო მიმოსვლის და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ შედგა საუბარი. შეხვედრის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კითხვები ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების საკითს შეეხო. უვიზო მიმოსვლის რეგულაციები და პირობები შეხვედრის მონაწილეებისთვის საინტერესო თემა აღმოჩნდა. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ. ხოლო ბიბლიოთეკას შესაბამისი წიგნები გადაეცა.

04-12-2018