საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა პროექტის „ახალგაზრდები დადებითი ცვლილებებისთვის“ მონაწილეებთან

სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირს შესახებ“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი პროექტის „ახალგაზრდები დადებითი ცვლილებებისთვის“ მონაწილე უფროსკლასელებს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და ევროატლანტიკური კურსისადმი მოქალაქეების განწყობებს, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკას და სამომავლო პერსპექტივებს. მოსწავლეებმა იმსჯელეს ანტიდასავლური პროპაგანდის თავისებურებებზე და იმ მითებზე, რომლებიც მათ სკოლებსა და გარშემო ვრცელდება. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე, ცრუ და ყალბი ინფორმაციების გადამოწმების ტექნიკაზე გააკეთა აქცენტი და ახალგაზრდებს ამ კუთხით უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი აქტივობებიც, რომლებიც პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის „ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის“ მხარდაჭერით, პროექტში მონაწილე მოსწავლეების კერძო და საჯარო სკოლებში განხორციელდება.

11-12-2018