საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში

უვიზო მიმოსვლის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა. შეხვედრა საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი გოგუაძემ და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიამ დოლიძემ გამართეს.

 

სტუდენტები კიდევ ერთხელ გაეცნენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს. ასევე, საუბარი შეეხო იმ რისკებს, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

 

კამპანიას მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “ENIGMMA-2”, რომელსაც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში აღნიშნული შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასთან თანამშრომლობით გაიმართა.

  

07-12-2018