საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ღია კარის დღე რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის

ღია კარის დღეები გრძელდება!

 
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა რუსთავის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
 
სტუმრებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მარიამ დოლიძე შეხვდა და ევროკავშირის ისტორიის, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობასა და უვიზო მიმოსვლის საკითხებზეც. ახალგაზრდებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ თემატური ლიტერატურა გადაეცათ.
 
ღია კარის დღეებზე საინფორმაციო ცენტრი სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებს მასპინძლობს.

14-12-2018