საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო- ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესაძლებლობებსა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ არასწორ შეხედულებებსა და რეალობაზეც ისაუბრა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიება ა(ა) იპ "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის გაერთიანებასთან" თანამშრომლობით გაიმართა.

12-12-2018