საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაში

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელი ქალაქ ახალქალაქის  მე-3 საჯარო სკოლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ უფროსკლასელებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, გავრცელებული მითები ნატოსა და ევროაკავშირის შესახებ, ასოცირების შეთანხმება და ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილეს. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრის დასასრულს უფროსკლასელებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო ლიტერატურა გადაეცათ.

12-12-2018