საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ქუთაისის მე-18 საქალაქო ბიბლიოთეკაში

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკისა და სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ერთობლივი ინიციატივით მორიგი შეხვედრა გაიმართა ქუთაისის მე-18 საქალაქო ბიბლიოთეკაში. იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ ბიბლიოთეკის მკითხველებს გააცნო ნატოსა და ევროკავშირის ღირებულებები და ისაუბრა მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე. შეხვედრას ახალგაზრდა მკითხველები ესწრებოდნენ, მათთვის საინტერესო იყო უვიზო მიმოსვლის შესახებ ინფორმაციის მიღება. ასევე, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც განათლების სფეროს ეხება. ბიბლიოთეკას თემატური წიგნები, მსმენელებს კი საინფორმაციო ბროშურები დაურიგდათ.

13-12-2018