საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლაში

სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლის დირექციის ინიციატივით საინფორმაციო შეხვედრა შედგა სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრას მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებლები ესწრებოდნენ. საუბარი ნატოსთან და ევროკავშირთან საქარტველოს ურთიერთობებს, ორგანიზაციების შექმნის ისტორიას და უვიზო მიმოსვლას შეეხო. შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თემატური ლიტერატურა დაურიგდათ.

14-12-2018