საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა GLC- ზუგდიდის განყოფილებაში

GLC - ზუგდიდის განყოფილებაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" სამეგრელო- ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესაძლებლობებზე, ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობებსა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ არასწორ შეხედულებებსა და რეალობაზეც ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

14-12-2018