საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს ოფისში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წინსვლის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკას, მიღწეულ შედეგებსა და წარმატებებს. ყურადღება გამახვილდა ამ პროცესში არსებულ გამოწვევებზეც.

 

შეხვედრის მანძილზე, მოსწავლეების ინიციატივით, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან გამკლავების მიზნით, სოფელ წინსვლაში დაიგეგმა შეხვედრების ორგანიზება როგორც საჯარო სკოლაში, ასევე სოფლის ტერიტორიაზე მოქმედ სხვადასხვა დაწესებულებაში. საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა ახალგაზრდებს გააცნო ის მითები, რომლებიც განსაკუთრებით გააქტიურებულია რეგიონის მოსახლეობაში და მათ შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში მოსწავლეების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

ახალგაზრდები თავიანთი პროექტის „წინსვლა“ ფარგლებში გეგმავენ სხვადასხვა აქტივობას. აღინიშნა, რომ პროექტი „ევროპული წინსვლა“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელის ჩართულობით და მხარდაჭერით, ეტაპობრივად გაგრძელდება.

17-12-2018