საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
"რა? სად ? როდის?" სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლაში

სასკოლო განათლებისა და სკოლათა თვითმმართველობების გაძლიერების ფარგლებში, სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლაში "ევროპელ ინიციატორთა ასოციაციამ",, საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და ხელთუბნის საჯარო სკოლის თვითმმართველობის დახმარებით, ჩაატარა საგანმანათლებლო და ინტელექტუალური თამაში "რა? სად ? როდის?".

 

საგანმანათლებლო აქტივობაში 36–მა სკოლის მოსწავლემ და 8 სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულ გუნდს, რომელიც 6 კაცისგან შედგებოდა, საჩუქრად სერტიფიკატები და წიგნები გადაეცათ. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიამ გიგაურმა გამარჯვებულები სერტიფიკატებით დააჯილდოვა. 

14-12-2018