საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგებთან

ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" სამეგრელო- ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ნატოს შექმნის ისტორიაზე, მიზნებზე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ნატოსთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ნატოს შესახებ გავრცელებულ არასწორ შეხედულებებსა და რეალობაზეც ისაუბრა. შეხვედრა ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის დირექციასთან თანამშრომლობით გაიმართა.

18-12-2018