საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლის პედაგოგებთან

ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" სამეგრელო- ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ ნატოს შექმნის ისტორიაზე, მიზნებზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობასა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ნატოს შესახებ გავრცელებულ არასწორ შეხედულებებსა და რეალობაზეც ისაუბრა. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრა ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლის დირექციასთან თანამშრომლობით გაიმართა.

19-12-2018