საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ქობულეთის პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებთან

სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ქობულეთის პროფესიული სასწავლებლის პირველი საფეხურის სტუდეტებს შეხვდა და ცენტრის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. საუბარი შეეხო ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტების მიზნობრიობას და საქართველოს მოქალაქეებისთვის გახსნილ შესაძლებლობებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროფესიული სწავლების უპირატესობებზე. აგრეთვე საინფორმაციო ცენტრის მიერ ახალგაზრდებისთვის შეთავაზებულ პროექტებზე, კონკურსებსა და სხვადასხვა აქტივობაზე. სტუდენტებმა და სასწავლებლის ახალგაზრდა პედაგოგებმა ევროპული გამოცდილებების გაზიარების ეფექტურობაზე გააკეთეს აქცენტი და სამომავლოდ, ცენტრის აჭარის ბიუროსთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

20-12-2018