საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
აჭარაში DCFTA შესაძლებლობებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სსიპ „საინფორმციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს ჩართულობით, ბათუმში მეწარმეებთან და საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი და ფერმერ ქალთა ასოციაცია იყო, საქართველო-ევროკავშირს შორის არებული ურთიერთობები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, ასევე, DCFTA - შესაძლებლობები და რეგულაციები განიხილეს. საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა აუდიტორიას ევროკავშირთან დაახლოების და სტანდარტიზაციის პროცესი, მიღწევები და გამოწვევები გააცნო, ისაუბრა უვიზო მიმოსვლის წესებზე და ყურადღება ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ სკეპტიციზმზე გაამახვილა.

 

შეხვედრაზე, რომლის მიზანი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის DCFTA შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო, პასუხები გაეცა მსმენელების შეკითხვებს და თითოეულ მათგანს გადაეცა საინფორმაციო მასალებიც. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე, ადგილობრივი თვითმმართველობების და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

24-12-2018