საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ღია კარის დღე ქარელის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ქარელის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
 
სტუმრებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მარიამ დოლიძე შეხვდა და ევროკავშირის ისტორიის, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობისა და უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა. ახალგაზრდებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ თემატური ლიტერატურა გადაეცათ.
 
ღია კარის დღეებზე საინფორმაციო ცენტრი სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებს მასპინძლობს.

24-12-2018