საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება საჩხერის საჯარო ბიბლიოთეკაში

საჩხერის საჯარო ბიბლიოთეკის ინიციატივით კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ქართული ევროპული კულტურის ძირითად ღირებულებებს ეხებოდა, რომელზეც ბიბლიოთეკის ახალგაზრდა მკითხველებმა სხვადასხვა ხერხით გააცნეს დამსწრეებს. ღონისძიება საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ გაიმართა, რომელიც სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიებაზე მონაწილეებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების კულტურაზე და ისტორიაზე ისაუბრეს. მათ ქართულ-ევროპულ კულტურულ ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი. ღონისძიებას საჩხერის მუნიციპალიტეტის 16-ვე ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ადგილზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სკოლის პედაგოგები.

25-12-2018