საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა პროფესიულ კოლეჯ "იბერიაში"

სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით და პროფესიულ კოლეჯ "იბერიასთან" თანამშრომლობით საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა სასწავლებლის სტუდენტებთან. შეხვედრას სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ სტუდენტებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე ესაუბრა. მოკლედ ისაუბრა ხელშეკრულების მნიშვნელობაზე და მასში არსებულ დირექტივებზე. სტუდენტებისთვის საინტერესო იყო უვიზო მიმოსვლის ფარგლებში განათლების კუთხით არსებული შესაძლებლობების გაცნობა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობებს. სტუდენტებს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით თემატური საინფორმაციო ბროშურები დაურიგდათ.

27-12-2018