საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა 22-ე საქალაქო ბიბლიოთეკაში

სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს და ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ერთობლივი ინიციატივით საინფორმაციო სახის შეხვედრა შედგა 22-ე საქალაქო ბიბლიოთეკის მკითხველებთან. საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობას და ნატოში გაწევრების პერსპექტივებს შეეხო. დამწრეებისთვის საინტერესო იყო უვიზო მიმოსვლის რეგულაციები და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები. 

27-12-2018