საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ფოთში DCFTA-ს შესახებ

ქ. ფოთში, ევროკავშირისა და DCFTA-ს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მეწარმეებთან და საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველო-ევროკავშირს შორის არებული ურთიერთობები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, ასევე, DCFTA - შესაძლებლობები და რეგულაციები განიხილეს. შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო- ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებზე, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ არასწორ შეხედულებებსა და რეალობაზე ისაუბრა. მოხსენებების შემდეგ დისკუსია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და ფერმერ ქალთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

27-12-2018