საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის 2018 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაში, სადაც ახალგაზრდებმა და ახალგაზრდული პროგრამების სპეციალისტებმა ისაუბრეს მათ მიერ ინიცირებულ მნიშვნელოვან აქტივობებზე, ინიციატივებზე და იმ მხარდამჭერებზე, რომლებიც წლის მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდნენ ახალგაზრდებთან.

 

ყურადღება გამახვილდა საინფორმაციო ცენტრის თანაორგანიზებით განხორციელებულ აქტივობებზე. აჭარის ბიუროს წარმოდგენელმა ისაუბრა პროექტებზე: „ნატო, ევროკავშირი-პასუხი სკეპტიკოსებს“, „ჩვენი ხმა ევროპას“ და „ახალგაზრდა სპიკერთა პლატფორმა“, რომელთა ფარგლებშიც გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები, სემინარები, კონკურსები და გამარჯვებულების გამოვლენა. საუბარი შეეხო აგრეთვე ახალგაზრდების ჩართულობას სხვადასხვა ღონისძებაში და მათი აქტიურობით ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას. ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, სოფიკო ხალვაშმა, და ლელა სურმანიძემ სერტიფიკატები და მადლობის სიგელები გადასცეს წლის აქტიურ მხარდამჭერ ორგანიზაციებს, მათ შორის საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს და შემდგომში აქტიური თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს.

27-12-2018