საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ აჭში

სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ აჭში ევროინტეგრაციის საკითხებზე ორგანიზებულ აქტივობაში მიიღო მონაწილეობა და ქობულეთის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს საქართველოს ევროპული არჩევანის მნიშვნელობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ესაუბრა.

 

ყურადღება გამახვილდა ყალბი ინფორმაციის გავრცელების მასშტაბებზე, საფრთხეებზე და საზოგადოების სწორად ინფორმირების აუცილებლობაზე. საუბარი შეეხო იმ მითებსა და სტერეოტიპებს, რაც მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე ვრცელდება განსაკუთრებით,რეგიონებში. პროექტის მონაწილე ახალგაზრდებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ისტორიასა და დაახლოების პერსპექტივებზე, ისაუბრეს ქართულ ტრადიცებზე, კულტურაზე და ტოლერანტობის საკითხებზე. პროექტის ინიციატორი საინფორმაციო ცენტრის ყოველწლიური პროექტის „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ მონაწილე ქობულეთელი პედაგოგი გიორგი უღრელიძე გახლდათ, მხარდამჭერები - ქობულეთის რესურსცენტრი და სოფ. აჭის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, ქობულეთის საკრებულოს განათლების კომისიისა და რესურსცენტრის ხელმძღვანელები. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ლიტერატურა და საინფორმაციო მასალები.

27-12-2018