საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი არაგვის საჯარო სკოლაში

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი არაგვის საჯარო სკოლის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ უფროსკლასელებს შეხვდა. შეხვედრის მიმდინარეობისას განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, გავრცელებული მითები ნატოსა და ევროაკავშირის შესახებ, ასოცირების შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ უფროსკლასელებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ლიტერატურა გადაეცათ.

27-12-2018