საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა აფხაზეთის პირველ საჯარო სკოლაში

აფხაზეთის პირველ საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო- ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ნატოს შექმნის ისტორიაზე, მიზნებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობებსა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ არასწორ შეხედულებებსა და რეალობაზეც ისაუბრა. 

 

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზეც  მიეწოდათ ინფორმაცია.

26-12-2018