საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა აჭარის რეგიონის გენდერულ საკითხებზე და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით მომუშავე ორგანიზაციებთან

სსიპ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა აჭარაში გაეროს მხარდაჭერით მოქმედ ბიზნესის განვითარების ცენტრში რეგიონის გენდერულ საკითხებზე და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მიზანი რეგიონში მომუშავე და თვითდასაქმებული ქალი მეწარმეების გაძლიერება, მათი თანამედროვე საკითხებსა და საჭირო უნარ-ჩვევებზე ფოკუსირება და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება გახლდათ. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მეწარმეებს ევროპული სტანდარტების დანერგვის სარგებელსა და მათ უალტერნატივობაზე ესაუბრა, ყურადღება გაამახვილა კოოპერატიების შექმნისა და მათთვის სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის უპირატესობებზე. საუბარი შეეხო აგრეთვე DCFTA შესაძლებლობებსა და იმ პერსპექტივებს, რასაც ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული პროგრამები სთავაზობს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებსა და იმ მითებზეც ისაუბრა, რომლებსაც ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად, მიზანმიმართულად ავრცელებენ სხვადასხვა საინფორმაციო სივრცესა და სოციალურ ქსელებში. შეხვედრას საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს მოხალისეებიც ესწრებოდნენ.

26-12-2018