საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა მე-4 საქალაქო ბიბლიოთეკაში

სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს და ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ერთობლივი ინიციატივით საინფორმაციო სახის შეხვედრა შედგა მე-4 საქალაქო ბიბლიოთეკის მკითხველებთან. საუბარი ასოცირების ხელშეკრულებას, ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და უვიზო მიმოსვლას შეეხო. შეხვედრის მონაწილეები ასევე დაინტერესდნენ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების საკითხებითა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განათლების მიღების შესაძლებლობებით. 

24-01-2019