საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ღია კარის დღე წმ. ბარბარეს სახელობის სკოლის მოსწავლეებისთვის

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ღია კარის დღეზე თბილისის წმ. ბარბარეს სახელობის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. სტუმრებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მარიამ დოლიძე შეხვდა და ევროკავშირის ისტორიის, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობასა და უვიზო მიმოსვლის საკითხებზეც. 

 

ღია კარის დღეებზე საინფორმაციო ცენტრი სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებს მასპინძლობს. 

30-01-2019