საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ბათუმის გიმნაზიაში „21-ე საუკუნე“

სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის რეგიონალური წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი ბათუმის გიმნაზია „21-ე საუკუნე“ სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებს შეხვდა .

შეხვერაზე ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობაზე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე და საინფორმაციო ცენტრის მიერ 2019 წლის მანძილზე დაგეგმილ იმ ღონისძიებებსა და პროექტებზე ისაუბრეს, რომლებშიც, სამომავლოდ, კლუბის წევრების აქტიური ჩართულობა იგეგმება. 

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმ მითებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე ვრცელდება და მათთან გამკლავების მეთოდებზეც ისაუბრა.

საუბარი შეეხო ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებს განათლების სფეროში, კერძოდ „ერასმუსის“მიერ შემოთავაზებულ შესაძლებლობებს. 

შეხვედრის ყველა მონაწილეს დაურიგდა საინფორმაციო მასალები.

01-02-2019